გლდანში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2020 11:23
გლდანში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 20-მდე მობილური ტელეფონი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ამოღებულია სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები. ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.