კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეს გაიხსნება
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2020 12:25
კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეს გაიხსნება

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფრმაციით, კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეს გაიხსნება. „სრიალის მოყვარულებს გიმასპინძლებთ გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგიროები, 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, არაჩვეულებრივი სასრიალო ტრასები და გოდერძის ულამაზესი ბუნება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფრმაციით, კურორტის სამუშაო საათებია: ორშაბათი-პარასკევი 10:00-16:00 საათი, შაბათი-კვირა 10:00-17:00 საათი. კურორტის სტუმრებს შეეძლებათ, სასრიალო გზებით „ზანკა1“, „იალა1“, „იალა2“ ისარგებლონ.

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ქალაქ თბილისიდან 252 კილომეტრის, ხოლო ქალაქ ბათუმიდან 109 კილომეტრის დაშორებით, აჭარის მაღალმთიანეთში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს.