საქსტატი: 2019 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2020 12:28
საქსტატი: 2019 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ. აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 291.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წელს, უარყოფითი სავჭრო ბალანსი 470 მილიონი დოლარით შემცირდა და 5, 291 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. 2018 წელს კი 46,1 პროცენტი იყო.