ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილები დააკავეს
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2020 12:38
ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ირანში უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანის სასამართლოს წარმომადგენლის გოლამხოსეინ ესმაილზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესმაილს არ დაუზუსტებია თუ რამდენი ადამიანია დაკავებული და ვინ არიან ისინი.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ჩაატარებენ დეტალურ გამოძიებას ავიაკატასტროფის საქმეზე.