ირანის პრეზიდენტი - თვითმფრინავის ჩამოგდება „უპატიებელი შეცდომაა“
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2020 15:09
ირანის პრეზიდენტი - თვითმფრინავის ჩამოგდება „უპატიებელი შეცდომაა“

ირანი დასჯის ყველა პირს, რომელიც უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომის ჩამოგდებაზეა პასუხისმგებელი, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განცხადა.

„ეს იყო უპატიებელი შეცდომა. მხოლოდ ერთი პირი ვერ იქნება პასუხისმგებელი თვითმფრინავის კატატსროფაზე. ირანის შეიარაღებული ძალების მიერ შეცდომის აღიარება პირველი კარგი ნაბიჯია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ ეს აღარ მოხდება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 8 იანვარს „ბოინგ 737“, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა ირანის დედაქალაქის აეროპორტთან ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176 პირი დაიღუპა.