უკრაინული თვითმფრინავი ირანში 2 რაკეტით ჩამოაგდეს - ვიდეო
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2020 10:14

The New York Times-ი ირანის დედაქალაქ თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ვიდეოს ავრცელებს. როგორც ვიდეოში ჩანს, სამგზავრო ავიალაინერს 30 წამის ინტერვალით ორი რაკეტა ესროლეს.

ჩანაწერი ირანული სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარე სახლის სახურავზე განთავსებული ერთ-ერთი სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

თეირანთან უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი ირანული რაკეტა გახდა. ირანული მხარის განცხადებით, ავიაკატასტროფის მიზეზი ადამიანური შეცდომა გახდა.