მარიამ ჯაში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2020 12:53
მარიამ ჯაში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს - ქალბატონ საბინე მახლს უმასპინძლა.

მარიამ ჯაშმა გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გააცნო ახლადშექმნილი ფრაქციის შემადგენლობა და ის საკანონმდებლო პრიორიტეტები, რომელზეც „დამოუკიდებელი დეპუტატები“ იმუშავებენ 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.