ჯიმი საქსი თბილისში კონცერტს გამართავს
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2020 13:05
ჯიმი საქსი თბილისში კონცერტს გამართავს

8 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში ცნობილი ფრანგი საქსაფონისტის, ჯიმი საქსის კონცერტი გამიმართება.

მუსიკოსი საქართველოში კომპანია AfterWork Music-ის მოწვევით ჩამოვა.

შეგახსენებთ, რომ ჯიმი საქსი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად 2019 წლის აპრილში წარდგა. ამ კონცერტს სტუმრები 18 ქვეყნიდან დაესწრნენ.

ჯიმი საქსი საქსაფონისტი და შოუმენია, რომელიც reestyle house, deep, funk and electro მუსიკალურ ჟანრს ასრულებს.