შოკური სიახლე - ნიკი დე ჯაგერმა გაამხილა, რომ ტრანსგენდერია (ვიდეო)
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2020 13:12
შოკური სიახლე - ნიკი დე ჯაგერმა გაამხილა, რომ ტრანსგენდერია (ვიდეო)

შოკური სიახლე სილამაზის ინდუსტრიაში - მაკიაჟის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა არტისტმა, ნიკი დე ჯაგერმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ადამიანებთან მუშაობს, გაამხილა, რომ ტრანსგენდერია.

ინსტაგრამზე და იუთუბზე 20 მილიონზე მეტი გამომწერით, ნიკი სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვლოგერია. ნიკიმ იუთუბზე ვიდეოების ატვირთვა 10 წლის წინ დაიწყო. ახლა მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს, თუმცა ამ წლების განმავლობაში, ნიკი საიდუმლოს საგულდაგულოდ მალავდა. კარგადაც გამოსდიოდა, რადგან მის იდენტობაში არავინ დაეჭვებულა. მათ შორის არც მისი საქმრო, რომელმაც დღეს იცის თავისი საცოლის წარსულის შესახებ, თუმცა ურთიერთობის დასაწყისში წარმოდგენაც არ ჰქონდა.

17 წუთიან ვიდეოში, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა, ნიკი ამბობს, რომ მას საიდუმლოს გამხელით დაემუქრნენ და არ სურდა ხალხს სხვისგან გაეგო იმის შესახებ, რომ სქესი წლების წინ შეიცვალა. ამიტომ გადაწყვიტა ფანებისთვის თავად გაემხილა, სანამ პრესაში ამოიკითხავდნენ. 

https://www.youtube.com/watch?v=QOOw2E_qAsE&feature=youtu.be&fbclid=IwAR1URCghxkBIMNQAgNVRcuq2otHgLQJve9qiyoQft4wE1NV5Q9kqFa4bSwk