ლევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელად აღიარეს
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2020 13:34
ლევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელად აღიარეს

ლევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელად აღიარეს. კერძოდ, მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე 2019 წლის საუკეთესო მკლავჭიდელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა და შედეგების მიხედვით, აბსოლუტური უმრავლესობით ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა მიიღო. 

ლევან საგინაშვილს გამოკითხვა ხმა 12864 ადამიანმა მისცა, რაც ხმების 98% პროცენტს შეადგენს.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე ლიეტუველი მინდაუგას ტარასაიტი გავიდა - 174 ხმით, დანარჩენი ხმები კი ექვს მკლავჭიდელზე გადანაწილდა.

sporter.ge