დღეიდან თბილისელებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2020 14:59
დღეიდან თბილისელებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება

თბილისის მოსახლეობას დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი მერიის დაქვემდებარებიდან გადადის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რაც სწორი ნაბიჯია.

„ჩვენ არ ვჩერდებით წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის ყველანაირი პრობლემებს გარეშე. იცით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი ექვემდებარებოდა დედაქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა“, -აღნიშნა კალაძემ.