რუსეთის მთავრობა გადადგა
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2020 17:33
რუსეთის მთავრობა გადადგა

რუსეთის ფედერაციის მთავრობა მთლიანი შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეას მიმართა.

თავის მხრივ პუტინმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის დროს მათ მადლობა გადაუხადა მუშაობისთვის. 

მინისტრთა კაბინეტი მოვალეობების შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე განაგრძობს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება რუსეთის ახალი პრემიერი.