60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე ევროკავშირში შესვლისას დამატებით მოსაკრებელს გადაიხდის
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2020 20:51
60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე ევროკავშირში შესვლისას დამატებით მოსაკრებელს გადაიხდის

ევროკავშირის მიერ ახალი უსაფრთხოების სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2021 წლიდან, ევროზონაში შესვლისას 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე მოსაკრებელს 7 ევროს გადაიხდის.

მოსაკრებლისგან თავისუფალდებიან 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული ადამიანები. ამ ქვეყნების სიაში საქართველო არ შედის.

avianews-ის ინფორმაციით, ETIAS (European Travel Information and Authorisatio System) სისტემას ევროკავშირი 2021 წლიდან დანერგავს. რაც უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის გარკვეული საფასურის დაწესებას ითვალისწინებს.

მოქალაქეს ETIAS ვებ-გვერდზე ანკეტის შევსება მოუწევს – პირადი მონაცემები, პასპორტის ნომერი, ევროპის იმ ქვეყნის სახელწოდება, რომელსაც სტუმრობს, კონფლიქტების ზონაში ყოფნასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დეპორტაციაზე ინფორმაცია და სხვა. განაცხადის დამუშავება ჯდება 7 ევრო ღირს. ანკეტა ავტომატურ რეჟიმში დამუშავდება, ტურისტი დასტურს ან უარყოფას რამდენიმე წუთში მიირებს. ნებართვა ტურისტმა საზღვრის გადაკვეთისას, მესაზღვრეს უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ, კი ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილებას, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი იღებს.

ETIAS სისტემაში დადასტურებულ ნებართვას 3 წელი აქვს ვადა. 7 ევროს გადახდაც პირს, შენგენის ზონაში შესასვლელად, სამ წელიწადში ერთხელ სჭირდება.
 

imedinews.ge