ვატიკანში მაღალ თანამდებობაზე ქალი პირველად დანიშნეს
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2020 21:20
ვატიკანში მაღალ თანამდებობაზე ქალი პირველად დანიშნეს

ვატიკანის ისტორიაში პირველად, წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს ქვეყნებთან ურთერთობის სამსახურის მდივნის მოადგილედ ქალი დაინიშნა.

66 წლის ფრანჩესკა დი ჯოვანი ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს სახელმწიფოებთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისად, პროფესიით ადვოკატი, ფრანჩესკა დი ჯოვანი წმინდა საყდრის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციაზე იქნება პასუხისმგებელი.

ფრანჩესკა დი ჯოვანი უკვე 27 წელია ვატიკანში წმინდა საყდრისთვის მუშაობს. წარსულში მისი საქმიანობა ლტოლვილთა საკითხებს, ასევე ქალის უფლებებსა და სტატუსს, ინტელექტუალურ საკუთრებას და ტურიზმს მოიცავდა