რამზან კადიროვი ავად გახდა - ჩეჩნეთის ლიდერის მოვალეობას დროებით სხვა შეასრულებს
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2020 21:40
რამზან კადიროვი ავად გახდა - ჩეჩნეთის ლიდერის მოვალეობას დროებით სხვა შეასრულებს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი ავად გახდა და რეგიონის პირველ პირად დროებით მთავრობის მეთაური მუსლიმ ხუჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ხუჩიევი კადიროვის მოვალეობების შესრულებას 13 იანვრიდან შეუდგა და ამ საქმიანობას კადიროვის გამოჯანმრთელებამდე შეასრულებს.

კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.