ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2020 11:42
ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს

აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი მოვიდა. გუდაურში თოვლის საფარმა 23, ხოლო ბაკურიანში 22 სმ შეადგინა. თოვლი მოვიდა კახეთსა და შიდა ქართლშიც. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი თოვლის სახით ხვალაც შენარჩუნდება. 

"18 იანვარს თოვა შეწყდება, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. 19 იანვარს ისევ ველოდებით მცირე ნალექს, ძირითადად თოვლის სახით. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში თოვლ-ჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი -4 გრადუსი იქნება," - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე.