სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2020 17:26
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი ისევ პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა ოქრუაშვილის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა. ადვოკატის თქმით, დღევანდელ სხდომაზე დაკითხული ორი სამართალდამცავის  ჩვენებები იდენტური და დაზეპირებული იყო. 

რაც შეეხება პროკურორს, მისი განმარტებით, საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, ამიტომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა არ მოხდა.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს გაიმართება.