„სპორტული ოსკარის“ ნომინანტები ცნობილია
ამობეჭდვა · 17 / 01 / 2020 15:49
„სპორტული ოსკარის“ ნომინანტები ცნობილია

ლაურეუსის სპორტულმა აკადემიამ დაასახელა 2019 წლის „სპორტული ოსკარის“ ნომინატები სხვადასხვა კატეგორიაში.

წლის სპორტსმენი მამაკაცი – რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი), ტაიგერ ვუდსი (გოლფი), ლიონელ მესი (ფეხბურთი), ელიუდ კიპჩოგე (მძლეოსნობა), ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1).

წლის სპორტსმენი ქალი – ნაომი ოსაკა (ჩოგბურთი), სიმონა ბაილზი (მხატვრული ტანვარჯიში), მეგან რაპინო (ფეხბურთი), მიკაელა შიფრინი (სამთო თხილამურები), ელისონ ფელიქსი (მძლეოსნობა), შელი-ენ ფრეზერ-პრაისი (მძლეოსნობა).

წლის გუნდი – ლივერპული (ინგლისი), ტორონტო რეპტორზი (კალათბურთი), აშშ-ის ქალთა ნაკრები (ფეხბურთი), ესპანეთის მამაკაცთა ნაკრები (კალათბურთი), სამხრეთ აფრიკის ნაკრები (რაგბი), მერსედესი (ფორმულა 1).

წლის გარღვევა – ბიანკა ანდრეესკუ (ჩოგბურთი), კოკო გაუფი (ჩოგბურთი), იაპონიის ნაკრები (რაგბი), ენდი რუისი (კრივი), რეგან სმიტი (ცურვა).

წლის დაბრუნება – ენდი მარეი (ჩოგბურთი), სოფია ფლიორში (ფორმულა 3), კრისტიან ლეალიფანო (რაგბი), ნათან ედრიანი (ცურვა), კავაი ლეონარდი (კალათბურთი), ლივერპული (ფეხბურთი).