ევროკავშირმა შესაძლოა ლიბიაში მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს
ამობეჭდვა · 17 / 01 / 2020 19:34
ევროკავშირმა შესაძლოა ლიბიაში მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს

საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი ლიბიაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნას არ გამორიცხავს.

„თუ ლიბიაში ზავი დამყარდება, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, ლიბიას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნებაში დაეხმაროს, ჯარისკაცების შესაძლო გაგზავნითაც“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

19 იანვარს ბერლინში ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. გაერო-ს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას რიგი სახელმწიფოების წარმომადგენლები მიიღებენ. ლიბიის საკითხებზე გერმანიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ჩავიდა.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დროს, რომლის მიზანიც ლიბიაში უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტა იყო, პროგრესის მიუხედავად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 12 იანვარს კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე წუთში დაირღვა, რაშიც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც ხალიფა ჰაფტარის და მისი ჯარის მომხრეა.