როგორი ამინდია მოსალოდნელი?
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2020 10:08
როგორი ამინდია მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, დასავლეთ საქართველოში 18-20 იანავარს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში18 იანვარს გამოიდარებს, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა ბარში ზოგან -8 გრადუსამდე დაიკლებს. 19-20 იანვარს ისევ მოიღრუბლება და მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი.

თბილისში18 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ღამის საათებში ტემპეტრატურა -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს. 19-20 იანვარს ისევ შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს.