ჰაცუ ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინმა მე-3 გამარჯვება მოიპოვა
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2020 16:31
ჰაცუ ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინმა მე-3 გამარჯვება მოიპოვა

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძემ მე-3  გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეხვდა და მეტოქე ჰენკათი დაამარცხა. 

შვიდი ბრძოლის შემდეგ 32 წლის ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 3 მოგება და 4 წაგებაა. მომდევნო შეხვედრას ტოჩინოშინი ხვალ, ტაკანოშოსთან გამართავს.

დაკარგული ოძეკის წოდების დასაბრუნებლად, ლევან გორგაძეს ზედიზედ სამ ბაშოზე 33 ბრძოლის მოგება სჭირდება.