ნატა ფერაძე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2020 22:20
ნატა ფერაძე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ "პირველი არხი" შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

შსს-ს ცნობით, ნატა ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

ნატა ფერაძე თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. ნატა ფერაძე დაკავების მომენტში „ფეისბუქის“ ლაივში იყო, სადაც ის აცხადებდა, რომ ტერიტორიაზე ტრანსგენდერები დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის დაკავებულებისადმი გამოსარჩლებისას აიყვანეს.