ფეხმძიმე ტურისტებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემა გართულდება
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2020 11:00
ფეხმძიმე ტურისტებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემა გართულდება

აშშ-ი, სავარაუდოდ, ვიზების გაცემა გართულდება მათთვის, ვინც შეერთებულ შტატებში სამშობიაროდ ჩადის, რათა ახალშობილებმა ამერიკის მოქალაქეობა ავტომატურად მიიღონ. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით, პორტალი Axios ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალებს, რომელებიც შტატებში საქმიან ვიზიტს გეგმავენ, ვიზის მიღებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებით და ასევე, ე.წ. "სამშობიარო ბიზნესთან" დაკავშირებული კრიმინალური საქმიანობის აღკვეთით არის ნაკარნახევი.

ეს ინიციატივა პრეზიდენტ ტრამპის გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია.