ბათუმში ძაღლი 4 დღეა სავარაუდოდ პატრონს ელოდება
ამობეჭდვა · 20 / 01 / 2020 14:35
ბათუმში ძაღლი 4 დღეა სავარაუდოდ პატრონს ელოდება

ბათუმში ძაღლი 4 დღეა სავარაუდოდ პატრონს ელოდება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე ზაქარიაძემ დაწერა.

მისი თქმით ძაღლი ამდენი დღის განმავლობაში გაუნძრევლად ზის და ადგილიდან არ მიდის.

„ეს ცუგა მინიმუმ 4 დღე ზუსტად ამ ადგილას ზის და ვიღაცას ელოდება. ხომ არ გეცნობათ? (ბათუმი, ინასარიძის ქუჩის ახალი გაგრძელება, საბავშვო ბაღის წინ)“ - წერს სალომე ზაქარიაძე.