„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2020 10:40
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთში წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

შვედეთში ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვებთ“ წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში ჩატარდა. ლევან აკინის სურათმა გამარჯვება ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“ მოიპოვა. თავად აკინი კი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოეს. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა. 

imedinews.ge