"ოსკარი" წუხელ - "და ჩვენ ვიცეკვეთ" წლის საუკეთესო ფილმი - გოგა გვახარია
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2020 12:22
 "ოსკარი" წუხელ - "და ჩვენ ვიცეკვეთ" წლის საუკეთესო ფილმი - გოგა გვახარია

ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"შვედეთის "ოსკარი" წუხელ - "და ჩვენ ვიცეკვეთ" წლის საუკეთესო ფილმი, ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობი, ლევან აკინი - საუკეთესო სცენარი", - წერს გვახარია.

შეგახსენებთ, რომ The Guldbagge Awards-ის დაჯილდოებაზე ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვებთ“ წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. თავად აკინი კი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოეს. მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა.