პრინცი ჰარი ცოლ-შვილთან კანადაში ჩავიდა
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2020 12:29
პრინცი ჰარი ცოლ-შვილთან კანადაში ჩავიდა

პრინცმა ჰარიმ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამეფო ტიტულზე უარი განაცხადა, დიდი ბრიტანეთი დატოვა და კანადაში ცოლ-შვილს შეუერთდა. მეგან მარკლი და არჩი კანადაში უკვე რამდენიმე კვირაა ცხოვრობენ.

ჰარი ლონდონიდან დიდი ბრიტანეთისა და აფრიკის ქვეყნების საინვესტიციო სამიტის შემდეგ გაემგზავრა,ს ადაც ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ შეხვდა. ეს ბოლო ღონისძიება გახდა, რომელშიც პრინცმა მონაწილეობა სამეფო ოჯახის წევრის რანგში მიიღო. 

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.

18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ. წყვილს აღმატებულობის ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.