ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2020 14:44
ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს მეათე დღეს ტოჩინოშინმა სეკივაკე ასანოიამა შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა და თანაბარი ბალანსი დააფიქსირა. გამარჯვების შანსი ორივე რიკიშის ჰქონდა. საბოლოოდ, ქართველმა მეტოქე ძირს დააგდო და 2017 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

გორგაძის ანგარიშზე ათი ორთაბრძოლის შემდეგ ხუთი მოგება და ხუთი წაგებაა.

32 წლის ქართველი სუმოისტის მეტოქე ხვალ აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა, ოკინოუმი იქნება.

დაკარგული ოძეკის წოდების დასაბრუნებლად, ლევან გორგაძეს ზედიზედ სამ ბაშოზე 33 ბრძოლის მოგება სჭირდება.