არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2020 17:59
არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებულ საქმიანობას შეეხო, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

არჩილ თალაკვაძემ სტუმრებს, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო.