არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2020 18:02
არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის (HDP) აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ იმსჯელეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს, მიმდინარე რეფორმებსა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.