საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს - ეროვნულ ლატარიაში ჯეკ-პოტი გათამაშდა
ამობეჭდვა · 21 / 01 / 2020 22:00
საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს - ეროვნულ ლატარიაში ჯეკ-პოტი გათამაშდა

საქართველოს ეროვნული ლატარიის მორიგ გათამაშებაში იღბლიანმა ბილეთმა 1 182 454 ლარი მოიგო.

6/42 ლატარიის გათამაშება სამშაბათს საღამოს გაიმართა. გათამაშების ოფიციალური სტატისტიკით, ფულადი პრიზები მოგებული აქვს 92 მონაწილეს, საიდანაც ერთ-ერთს ყველაზე მეტად გაუმართლა - მან ჯეკ-პოტი მოხსნა.

ჯეკ-პოტის გამარჯჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი მოგება ლატარიაში დაფიქსირდა 2010 წელს, როდესაც 4,4 მილიონი ლარის ჯეკ-პოტი მოიხსნა.