სპარის კონსულტანტი, რომელიც მომხმარებელმა დაჭრა, გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2020 12:43
სპარის კონსულტანტი, რომელიც მომხმარებელმა დაჭრა, გარდაიცვალა

კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული კონსულტანტი, 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მათე ჯომიდავა 30 დეკემბრიდან ხეჩინაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული. შემთხვევა 30 დეკემბერს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. მომხმარებელი კონსულტანტს თავს დაესხა.

შსს-ის ცნობით, თავდამსხმელმა კონსულტანტს თავში გაურკვეველი  საგანი ჩაარტყა. ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ახალგაზრდას გარდაცვალების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდება.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათე ჯომიდავა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად, მუშაობდა.

 

 

წყარო