ვინ არის სუპერმარკეტში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2020 14:16
ვინ არის სუპერმარკეტში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი

თბილისში, სუპერმარკეტ "სპარში" თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა აფხაზეთიდანაა. 19 წლის მათე ჯომიდავა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. დაშავებული გარდაიცვალა.

მათე ჯომიდავა გალის სოფელ საბერიოს მკვიდრი იყო. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად "სპარში" კონსულტანტად მუშაობდა.