„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2020 15:19
„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ: 

N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი; 

N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“; 

N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება; 

N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა;

27 იანვრიდან კი,  ახალი ავტობუსები შემდეგ 4 სამარშრუტო ხაზზე გავლენ: 

N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი; 

N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი; 

N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“;

N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.

მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს  220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება  ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები.