მარტინ სკორსეზემ ქართველი საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია ფილმში გადაიღო
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2020 16:48
მარტინ სკორსეზემ ქართველი საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია ფილმში გადაიღო

სახელოვანმა ამერიკელმა „ოსკაროსანმა“ რეჟისორმა, მარტინ სკორსეზემ ახალ დოკუმენტურ ფილმზე დაასრულა მუშაობა, რომლის სახელწოდებაა „ორატორია“ ( The Oratorio). ფილმში ქართველი საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია მონაწილეობს. მას რეკომენდაცია იტალიელმა საოპერო აგენტებმა გაუწიეს.

„ბედნიერი ვარ, რომ მქონდა პატივი მონაწილეობა მიმეღო ამ პროექტში კალიარის საოპერო თეატრის მეშვეობით. გადაღებები გასულ წელს მიმდინარეობდა ნიუ-იორკში, წმინდა პეტრეს ტაძარში, რომელიც დაახლოებით 200 წლის წინანდელ მოვლენებს აღადგენს. სკორსეზეს ფილმში სწორედ იტალიური მხარის დამსახურებით მოვხვდი, რადგან მათ სჭირდებოდათ საკმაოდ დიდი დიაპაზონის მომღერალი, რომელიც როსინის ოპერების რეპერტუარს შეეჭიდებოდა“, – აღნიშნავს მომღერალი.

 
ფილმის პრემიერა იანვრის ბოლოს, სანტა-ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.
 
სალომე ჯიქია ზუგდიდში დაიბადა.