ბათუმელ ძაღლს, რომელსაც ბავშვები ზებრაზე გადაჰყავს, სახლი დაუდგეს
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2020 19:01
ბათუმელ ძაღლს, რომელსაც ბავშვები ზებრაზე გადაჰყავს, სახლი დაუდგეს

ცნობილ ბათუმელ ძაღლს დღეიდან საკუთარი სახლი აქვს ბათუმში, იმ კორპუსთან, რომელსაც ძაღლი რამდენიმე წელია მიკედლებულია.

პატარა, ფერადი სახლი ძაღლისთვის ბათუმელმა ლევან ჩხაიძემ დადგა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლების დახმარებით.

ბათუმში, პარკის ტერიტორიასთან მობინადრე ქუჩის ძაღლი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ბათუმელმა ბექა ცინაძემ გადაიღო ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აცილებს ძაღლი ბავშვებს ზებრაზე.