“სასტუმრო “ბუდაპეშტს” ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენებთ” - ინვესტორი
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2020 19:07
“სასტუმრო “ბუდაპეშტს” ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენებთ” - ინვესტორი

“1 წელია ველოდებით თბილისის მერიისგან პასუხს, აგვინაზღაურებენ თუ არა ინვესტირებულ თანხას ან შემოგვთავაზებენ თუ არა ვაკის პარკის ჩამნაცვლებელ ტერიტორიას. მეტი დროის კარგვას აღარ ვაპირებთ, ჩვენ გვაქვს მშენებლობის უფლება და იანვრის ბოლოს შევიტანთ მერიაში განცხადებას, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენოთ სასტუმრო “ბუდაპეშტი”, - ამის შესახებ სასტუმრო “ბუდაპეშტის” პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ზაქაიძემ Bm.ge-ისთან განაცხადა.