Queen პირველი მუსიკალური ბენდია, რომელიც დიდი ბრიტანეთის საკოლექციო მონეტაზე იქნება
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2020 13:14
Queen პირველი მუსიკალური ბენდია, რომელიც დიდი ბრიტანეთის საკოლექციო მონეტაზე იქნება

ქუინი £5-ს მონეტის სახე ხდება, რაც მას პირველ მუსიკალურ ბენდად აქცევს, რომელიც ბრიტანეთის ვალუტაზე მოხვდა.

საკოლექციო მონეტები 24 იანვარს გამოდის. მასზე ინსტრუმენტების სახით იქნება აღნიშნული თითოეული ბენდის წევრი. ფრედი მერკურის როიალი, რომელზეც ლეგენდარულმა მუსიკოსმა ბოჰემური რაფსოდია დაწერა, მონეტის თავში ჩანს.

მონეტაზე ასევე გამოსახულია ბრაიან მეის გიტარა, ჯონ დიკონის ბასი და როჯერ ტეილორის დრამი. მეიმ და ტეილორმა განაცხადეს, რომ ეს მათთვის დიდი პატივი იყო.

საკოლექციო მონეტების ფასი 13 გირვანქა ფუნტი სტერლინგიდან იწყება. ქუინის 5-სტერლინგიანი ოქროს მონეტის ფასი კი £2020-ია.