მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მიიღო
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2020 11:13
მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მიიღო

ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, მამაკაცთა შორის მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. ვაჟთა ერთეულებში ორი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა – მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე.

მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამური 246, 71 ქულით ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი გახდა. მორისი საქართველოს სახელით 2017 წლიდან ასპარეზობს. ამ პრიოდის განმავლობაში ყვითელაშვილმა საერთაშორისო ტურნირებზე სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოიპოვა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მის სპორტულ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი რუსეთის ჩემპიონი დიმიტრი ალიევი გახდა, ხოლო ვერცხლის მედალი, ასევე რუსეთის წარმომადგენელს, არტურ დანიელიანმა ქართველ მოციგურავეზე უპირატესობა მხოლოდ 0.03 ქულით მოიპოვა.

ჩვენი ქვეყნის მეორე წარმომადგენელი 19 წლის ირაკლი მაისურაძე 214.47 ქულით მე-14 ადგილს დასჯერდა.