რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2020 12:41
რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი რეჟისორი, გოგი თოდაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ათეული წლების განმავლობაში გოგი თოდაძე მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. ამ თეატრის სცენაზე დაიდგა მისი გახმაურებული სპექტაკლები „ეზოში ავი ძაღლია“ და „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“. რეჟისორი 90-მდე სპექტაკლის ავტორია.

გოგი თოდაძე ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია „ბერიკებს“, რომელმაც ქართული თეატრისა და კინოს ახალგაზრდა მსახიობთა თაობები აღზარდა. გარდა ამისა, ის იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.