არჩილ თალაკვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2020 17:56
არჩილ თალაკვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე USAID-ის მისიის დირექტორს საქართველოში, პიტერ ვიბლერს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და USAID-ს შორის არსებულ თანამშრომლობასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამებზე ისაუბრეს. საუბარი, შეეხო პარლამენტის საქმიანობას და მნიშვნელოვან კანონპროექტებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური მხარდაჭერის პროექტებზე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2020 წელს უპრეცედენტოდ დიდ დაფინანსებას გამოყოფს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარების საქმეში და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.