27 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2020 18:43
27 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ისნის რაიონი

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, გურჯაანის, მახათის, მთავარანგელოზის, გონაშვილის, სევანის, ერისთავის, ფაღავას, ირბახის, ცისკრის, ალიხანიანის, ბოროდინის, მარტყოფის, ნასაკირელის, წურწუმიას და ქეთევან წამებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმის და იალბუზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, აწყურის, გარეკახეთის, დოესის, ავლიპ ზურაბიშვილის, ცუცხვათის, შორაპნის, ძევერის, ლერწმის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილის და პატარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის, ვასო აბაშიძის, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ლადო ალექსი-მესხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის დასახლების, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.