თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი ავიარესი გაუქმდა
ამობეჭდვა · 25 / 01 / 2020 18:10
თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი ავიარესი გაუქმდა

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა, – ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ.

დღეს თბილისში ჩინეთიდან, ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.

როგორც ცნობილია, რეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა, საახალწლო ღონისძებებთან დაკავშირებით.

ამასთან,  სააგენტოში განმარტავენ, რომ გაუქმებულია პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი ავიარეისები.

ჩინეთში ახალი წელი დღეს აღინიშნება.