ბათუმში მირქმის ტაძარი გაქურდეს - წაღებულია 50 ლარამდე თანხა და 2 ქილა თაფლი
ამობეჭდვა · 26 / 01 / 2020 15:18
ბათუმში მირქმის ტაძარი გაქურდეს - წაღებულია 50 ლარამდე თანხა და 2 ქილა თაფლი

ბათუმში მირქმის ტაძარი გაქურდეს. მძარცველებმა ტაძრის ეზოში მდებარე სასანთლის ფანჯარა გატეხეს, საიდანაც სასანთლეში შეაღწიეს.

წაღებულია 50 ლარამდე თანხა და 2 ქილა თაფლი. ეკლესიის მღვდელმსახურის ინფორმაციით, მძარცველები ტაძარში არ შესულან, მხოლოდ სასანთლე გაქურდეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.