ავიაკატასტროფაში კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2020 10:05
ავიაკატასტროფაში კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა

კალიფორნიაში გუშინ მომხდარ ავიაკატასტროფაში ლეგენდარულ კალათბურთელ კობი ბრაიანტთან ერთად, მისი 13 წლის ქალიშვილი, ჯიანაც დაიღუპა. გარდა ამისა, შემთხვევას სხვა 7 ადამიანიც ემსხვერპლა. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

41 წლის კობი ბრაიანტი საკუთარი ვერტმფრენით გადაადგილდებოდა, როდესაც ტრაგედია მოხდა. ავიაკატასტროფის მზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.