კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2020 11:19
კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა

კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წლების განმავლობაში სიხარულიძე თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრას ხელმძღვანელობდა. არის არაერთი კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოების ავტორი.

განსაკუთრებული აღიარება კომპოზიტორს ქართული კინოფილმებისთვის შექმნილმა მუსიკამ მოუტანა, მათ შორის ყველაზე პოპულარული ფილმ „ჩარი რამასთვის“ შექმნილი სიმღერებია.

1tv.ge