საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2020 11:29
საქართველოში აშშ-ის საელჩო კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

„მსოფლიო შეძრა NBA-ს ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა კალიფორნიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.

კობი გვემახსოვრება თავისი დიდებული ნიჭისა და შეუდარებელი წვლილისთვის მოედანსა და მის მიღმა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ვიზიარებთ ამ მწუხარებას“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.

მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი რამდენიმე ავიაკატასტროფაში დაიღუპა.