ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე დეპუტატი გამოკითხეს
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2020 11:37
ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე დეპუტატი გამოკითხეს

თბილისის საკრებულოში დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის სამმართველოში საკრებულოს, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე გამოკითხეს.

დეპუტატის განცხადებით, ფაქტი ლევან ხაბეიშვილის მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაცია იყო.

საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე გუშინ ლევან ხაბეიშვილიც გამოიკითხა.

დეპუტატებს შორის ინციდენტი საკრებულოში სარევიზო კომისიის სხდომაზე 24 იანვარს მოხდა.