ძალიან ბევრს გაუტეხე გული და ატირე - ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტზე
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2020 11:41
ძალიან ბევრს გაუტეხე გული და ატირე - ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტზე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან ადრე წახვედი. ძალიან ვწუხვარ. ძალიან ბევრს გაუტეხე გული და ატირე. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფის შედეგად კალიფორნიაშ გუშინ დაიღუპა. 41 წლის ლეგენდასთან ერთად ტრაგედიას მისი 13 წლის ქალიშვილიც ემსხვერპლა.