რჩეულიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
ამობეჭდვა · 27 / 01 / 2020 16:49
რჩეულიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

ვერაზე, რჩეულიშვილის ქ. N37-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 36 გრძივი მეტრის კედელი მოეწყობა, რომელიც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მოხსნის.

სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ინსტალ+“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 107 329 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნო.